LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწავლო პროცესი კორონავირუსის ეპოქაში – როგორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი

263
blended-learning-banner8

შოტლანდიელი მოსწავლეები სკოლებს აგვისტოდან დაუბრუნდებიან და სწავლას სრულიად ახალი მეთოდით დაიწყებენ. ახალი მოდელი – საკლასო გაკვეთილების, ონლაინ სწავლისა და საშინაო დავალებების მიქსს წარმოადგენს.

როგორ იმუშავებს ეს მეთოდი პრაქტიკაში?

განათლების მინისტრის განცხადებით, ინოვაციური მოდელი უსაფრთხოების დასაცავად შეიმუშავეს. ბავშვები სკოლაში ივლიან, თუმცა ონლაინ სწავლაც მოუწევთ რათა სოციალური დისტანცია დაცული იყოს.

  • მოსწავლეებს ნახევარი დროის საკლასო ოთახში, ნახევარის კი სახლში გატარება მოუწევთ. სკოლაში ყოფნის დრო ეპიდვითარების გაუმჯობესების პარალელურად გაიზრდება.
  • მოსწავლეები მცირე ჯგუფებად დაიყოფიან. ზოგი სწავლას დილით, ზოგიც ლანჩის შემდეგ, ზოგიც საღამოს დაიწყებს. ანუ სკოლაში ყოველთვის შეზღუდული რაოდენობის ადამიანი იქნება.
  • სკოლებში სოციალურ დისტანციას მკაცრად გააკონტროლებენ, მერხები ერთმანეთისგან 2–მეტრიანი მანძილით გამოიყოფა, დასვენებებზე ბავშვების გადაადგილება შეიზღუდება.
  • სკოლებში მეტი სივრცის შესაქმნელად, ბიბლიოთეკებს, დასასვენებელ ადგილებს და საკონფერენციო დარბაზებს საკლასო ოთახებად გადააქცევენ.

რა ხდება სხვა ქვეყნებში?

ინგლისი, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია

ინგლისში სასწავლო პროცესის აღდგენა დღეიდან იგეგმება. თუმცა, ეპიდვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.

უელსში კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებენ, ირლანდიაში კი სკოლების გახსნას აგვისტოს ბოლოსთვის გეგმავენ.

 

დანია

დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლას უკვე ერთი თვეა რაც დაუბრუნდნენ. დანია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც სკოლების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

პატარებს სოციალური დისტანციის დაცვას მცირე ჯგუფებად დაყოფა უადვილებს. მოსწავლეები სწავლას სხვადასხვა დროს იწყებენ, ლანჩიც განცალკევებით აქვთ და სათამაშო მოედნებიც სპეციალურ ზონებადაა დაყოფილი. პირბადეებს არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები არ ატარებენ.

გერმანია

გერმანიაში სკოლების ნაწილი გასულ თვეს გაიხსნა და თითოეულ მოსწავლეს კერძო ადგილი მიეკუთვნა. როგორც ერთ–ერთი სკოლის დირექტორი შონ რობერტსი აცხადებს, თუკი ვინმეს ვირუსი აღმოაჩნდება, მისი კონტაქტების დადგენა სწორედ საკლასო ოთახში მერხების განლაგების მიხედვით იქნება შესაძლებელი.

საგამოცდო ოთახებიც სოციალური დისტანციის დაცვით მოეწყო. ჰოლებში ცალმხრივი მოძრაობის სისტემა შემოიღეს, რათა ბავშვებს საკლასო ოთახის დატოვების შემდეგაც ერთმანეთთაც მინიმალური კონტაქტი ქონდეთ.

ჰიგიენური ნორმების დაცვა მკაცრად კონტროლდება, პირბადის ტარებაც სავალდებულოა.

სასწავლო დღის ხანგრძლივობა შემცირდა და გაკვეთილების ნაწილი ბავშვებს ონლაინ უტარდებათ, კლასში კი მაქსიმუმ 10 მოსწავლის ყოფნაა დასაშვები.

ის ბავშვები ვისი ოჯახის წევრებიც რისკ ჯგუფში არიან, გაკვეთილებს მხოლოდ ონლაინ ესწრებიან.

ნორვეგია

ნორვეგიაში ბავშვები სკოლებს მაისის დასაწყისში დაუბრუნდნენ. კლასში სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით მხოლოდ 15 ბავშვი დაიშვება.

ჰიგიენის დაცვა მკაცრად კონტროლდება.

საფრანგეთი

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სწავლა 11 მაისიდან დაიწყეს. უფროსი კლასებისთვის კი მხოლოდ ის სკოლები გაიხსნა, რომლებიც მწვანე ზონებში მდებარეობს და ინფიცირებულთა რაოდენობა მინიმალურია.

კლასების ზომა შემცირდა და პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულოა.

ბელგია

სკოლები 18 მაისიდან გაიხსნა და თითო კლასში 10 ბავშვზე მეტი არ დაიშვება.

სხვაგან ევროპაში

ესპანეთში სკოლების ნაწილი ივნისის დასაწყისში გაიხსნება, თუმცა სასწავლო პროცესის სრულად აღდგენა სექტემბრამდე არ იგეგმება.

ნიდერლანდებში უფროსკლასელები სწავლას 2 ივნისიდან დაიწყებენ.

საბერძნეთში სწავლა 11 მაისიდან განახლდა, თუმცა მხოლოდ ფინალური კლასის მოსწავლეებისთვის.

ავსტრიაში უფროსკლასელები სკოლას მაისის დასაწყისიდან დაუბრუნდნენ.

შვეიცარიაში სკოლები 11 მაისიდან გაიხსნა და სოციალური დისტანცია მკაცრადაა დაცული.

პორტუგალიაში გაკვეთილები ძირითადად ონლაინ ტარდება.

იტალიასა და ირლანდიაში სწავლა სექტემბრამდე არ აღდგება.

შვედეთში სკოლები არც დახურულა და სასწავლო პროცესი მთელი ეს პერიოდი ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა.

 

პოპულალურები