LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწავლო პროცესი შესაძლოა, შერეული მოდელით განახლდეს

153
BeFunky-collage (7)

სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, შერეული სწავლების მოდელით განახლდება, რომელიც როგორც უშუალოდ სკოლაში სიარულს, ასევე ონლაინ სწავლებას მოიცავს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნია მიიჩნევს, რომ  იქ, სადაც შესაძლებელია ონლაინ საკლასო სწავლება, მაქსიმალურას უნდა იყოს გამოყენებული.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სკოლებისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღებში ონლაინმექანიზმს ვერ გამოიყენებენ და ამ შემთხვევში ზოგადი რეკომენდაციები იმოქმედებს.

„ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინ კლასები, არის გარკვეული უნარ- ჩვევა, რომლის განვითარებაც ონლაინ სწავლებით შესაძლებელი არ არის და ამას სჭირდება საკლასო პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია ონლაინ მეთოდის გამოყენება, უნდა იქნეს ეს გამოყენებული, ეს არის ზოგადი რეკომენდაცია,

რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღებში ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, იქ სადაც ბაღი იქნება განთავსებული. ამდენად, აქაც არის ის მექანიზმები, რაზეც ვიცით, რომ ვმუშაობთ – ინფექციის კონტროლის ზოგადი წესები“ – განაცხადა გაბუნიამ

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეპიდსიტუაცია ჯერ აბსოლუტურად კონტროლირებადია.

„ვირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი არის იმპორტირებული. არის ერთეული შემთხვევები, რომელზეც ეპიდკვლევა მიმდინარეობს და ამ კვლევის შედეგებს ველოდებით, სადაც წყარო ცალსახად იმპორტირებული არ არის.

რაც შეეხება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებში სამზადისს, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი, რომ ვიფიქროთ მოსალოდნელ რისკებზე სწავლის დაწყებისთვის, თუმცა მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება რეკომენდაციები, რომელიც სკოლებმა უნდა დაიცვან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები