სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა – შემთხვევა გვიან ღამით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში მოხდა. როგორც ცნობილია, მანქანა ერთ-ერთ ჩიხში დაგორდა და სახლის კედელს შეეჯახა.

დაშავებულია სამი ადამიანი – მძღოლი და ორი ექიმი. მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. აღსანიშნავია, რომ  საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა კი პაციენტის გარეშე ბრუნდებოდა გამოძახებიდან.

წინასწარი მოკვლევით, ავტოსაგზაო შემთხვევა, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05