LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათამაშო ბიზნესის რეგულირება გამკაცრდება

120
gambling

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება.

“თუ კაზინოებთან მიმართებით პოზიცია გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება უაღრესად უნდა გამკაცრდეს. ახლა რატომ არ გავაჩერეთ ონლაინ კაზინოების მუშაობა ეპიდემიიდან გამომდინარე, ეს სულ სხვა საკითხია. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ამ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და ამ გამკაცრების ინიციატივით უახლოეს პერიოდში ჩვენ პარლამენტს მივმართავთ,” – განაცხადა გახარიამ პარლამენტში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის პასუხად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები