LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათიბიდან წარმატებულ ბიზნესამდე: ამბროლაურის ტყეში ჩაფლული ეგზოტიკური სასტუმროს ისტორია [ფოტოები]

70825
racha sastumro

ამბროლაურის ეგზოტიკური სასტუმრო, რომელიც ნამდვილად განსხვავდება სხვებისგან, ვითარდება. კომფორტის და ხედის გარდა, სასტუმროს მფლობელმა ახლა თემატური დიზაინის ოთახებიც დაამატა. 

რაჭის ეგზოტიკის მსგავსი - ყველაზე საუკეთესო "ბურთი" სასტუმროები

გამჭვირვალე ბურთები ბუნებაში კარვის კომფორტული ჩამნაცვლებელია და თან სიმყუდროვესაც არ არღვევს.

სათიბიდან ორ კოტეჯამდე და ორი კოტეჯიდან კი წარმატებულ ბიზნესამდე – როგორც “ფორტუნას” Glamping Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე უყვება, ამ ადილას მას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ჰქონდა. იფიქრა, რომ სტანდარტული სასტუმრო ტყეში, სადაც მანქანით მისასვლელი გზაც კი არ არის, ვერ იმუშავებდა, ამიტომ კარვების კონცეფციაზე დაიწყო ფიქრი.

“წარმოშობით რაჭიდან ვარ, ამ ადგილზე სათიბი მქონდა. თვითონ ადგილმა მიკარნახა ამ კარვების კონცეფცია. ტყეში გავაკეთეთ კიბეები 70-80 მეტრზე. სასტუმროსთან ამ კიბეებითაა მისვლა შესაძლებელი. კლასიკური სასტუმრო აქ არ იმუშავებდა, ამიტომ ეს იდეა დავამუშავე. სასტუმროს გახსნა საკუთარი ხარჯებით შევძელი, რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ახლა კი განვითარებას “სტარტაპერის სესხით” ვაგრძელებ,” – აღნიშნა გიორგი ისაკაძემ “ფორტუნასთან” ინტერვიუში.

 

თავიდან ადგილზე ორი ოთხკაციანი კოტეჯი ფუნქციონირებდა, ახლა ამ ყველაფერს ოთხი ორკაციანი, თემატური ნომერი დაემატა.

“ინტერიერის დიზაინია განსხვავებული, არის სიყვარულის კარავი, ჯუნგლები, უდაბნო და გალაქტიკა. დაინტერესება როგორც უცხოელებისგან, ასევე ქართველებისგან დიდია. ზოგიერთი ისეთი ტურისტი ჩამოდის, რაჭის ნახვა საერთოდ დაგეგმილი არ ჰქონდა, მაგრამ კარვების გამო, მოდიან რაჭაში,” – ამბობს გიორგი ისაკაძე.

სასტუმროს მფლობელმა მომსახურებას, საუზმის სერვისი დაამატა. ახლა ფიქრობს, რომ ტურისტების გააქტიურებამდე სასტუმროს კვების ობიექტიც – ბარბექიუ რესტორანიც შემატოს. მოთხოვნის მიხედვით, მისი თქმით, კოტეჯების რიცხვი გაიზრდება. 

ეს საქართველოა - ეგზოტიკური სასტუმრო ამბროლაურში, რომელიც გაგაოცებთ [ფოტოები]

სასტუმროს ფოტოები შთამბეჭდავია და ის საქართველოს რეგიონებში არსებულისგან რადიკალურად განსხვავდება.

სასტუმროში ერთი ღამის გატარების ფასები [ორი პერსონისთვის] 120 ლარიდან იწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები