LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუბარი ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებასთან” გაგრძელდება: კელი დეგნანი

82
1583415792-1583345265-კელი-დეგნანი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ფასილიტატორი ელჩების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საუბარი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“ გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა იყო. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უკეთესად გვესმის, რა აშფოთებს ოპოზიციას. ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ. გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“, რათა გავიგო არსებობს თუ არა რამე გზა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები