LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთის პრინცესა უკვალოდ გაუჩინარდა (ფოტო)

516
princes-basma

ცოტა ხნისნ წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია საუდის არაბეთის 55 წლის პრინცესას, ბასმას გაუჩინარების შესახებ. ამჯერად კი ,,დოიჩე ველე” ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრინცესა შინა პატიმრობაშია. ამის შესახებ ტელეკომპანია პრინცესას ადვოკატმა განუცხადა. მისივე მტკიცებით, პრინცესა ბასმა შვეიცარიაში სამკურნალოდ აპირებდა გამზგავრებას, თუმცა გზაში დაიკარგა: „ის ყველა რადარიდან გაქრა“, – ამბობს ადვოკატი.

პრინცესა ბასმა საუდის არაბეთის ყოფილი მეფის, საუდის უმცროსი ქალიშვილია. საუდს ოფიციალური ცნობით 115 შვილი ჰყავს. ბასმა გაუჩინარებამდე აქტიურად გამოდიოდა სოციალური რეფორმებისა და ქალთა უფლებების მხარდასაჭერად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები