LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვების შემცირება, შესაძლოა, ვადაზე ადრე დაიწყოს

91
information-items-3258

საუდის არაბეთმა და ოპეკის სხვა ქვეყნებმა, შესაძლოა, მაისის თვემდე დაიწყონ ნავთობის მოპოვების შემცირება. ამის შესახებ The Wall Street Journal თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ამგვარი გადაწყვეტილების შესაძლო განხილვა დაკავშირებულია WTI ნავთობის ღირებულების დაცემასთან, რომელიც ორშაბათს პირველად აშშ-ის ისტორიაში,  ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე უარყოფით მაჩვენებელზე დაფიქსირდა.

“ამ საშინელებას რამე უნდა მოვუხერხოთ, თუმცა, შესაძლოა, უკვე დაგვიანებულიც იყოს”, – მოჰყავს გაზეთს საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლის სიტყვები.

შეგახსენებთ, 2020 წლის 20 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 25.57  (- 2.51)  დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა – 37.63  (- 55.90)  დოლარი/ბარელზე.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები