LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საუკეთესო ქალაქი რომანტიკული უქმეებისთვის

353
travel

მართალია, გაზაფხული საკმაოდ ცივი ამინდით დაიწყო, მაგრამ ყოველთვის თამამად შეგიძლიათ მოაწყოთ ხანმოკლე შვებულება და გაემგზავროთ ევროპაში, სადაც სიამოვნებით გაატარებთ რომანტიკული უქმეებს.

მალდივის კუნძულები – „ზარმაცი“ საუზმე საკუთარ ვილაზე, იოგას, სერფინგის გაკვეთილები და ვახშამი პლაჟზე – მართლაც საუკეთესო საშუალებაა პრობლემების დასავიწყებლად. გაუკეთეთ თქვენს რჩეულს სიურპრიზი და მოუწყვეთ რომანტიკული არდადეგები, რომელიც არასდროს დაავიწყდება.

ფრანგული რივიერა – თუ ნამდვილი რომანტიკული მოგზაურობის მოწყობა გინდათ, მაშინ ნიცაში გაემგზავრეთ და ანრი მატისის შედევრები დაათვალიერეთ, მერე კი, მონაკოში იმოგზაურეთ და ბეატრის როტშილდის ვილაზე დატკბით ფუფუნებით.

ციურიხი – შესაძლოა, ბევრს უცნაურად ეჩვენება მკაცრ და საქმიან შვეიცარიაში რჩეულთან ერთად მოგზაურობა, თუმცა საუკეთსო შოკოლადით მომზადებული დესერტი, რომელსაც ციურიხის ტბაზე მოწყობილ კაფეში მოგართმევენ, ნებისმიერს განაწყობს რომანტიკულად.

მიუნხენი – მართალია, ბავარიის ცენტრი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე კომფორტულ ქალაქად ითვლება, ყოველთვის უამრავ სტუმარს მასპინძლობს, მაგრამ ტურისტებით გადატვირთულ ქალაქშიც თავისუფლად შეიძლება მყუდრო კაფეს მონახვა, სადაც სიყვარულში გამოუტყდებით თქვენს რჩეულს.

დუბაი – ცხელ ემირატებში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ტურისტული სეზონი, ასე რომ, სწორედ ახლა გაქვთ საუკეთესო შანსი დაღწიოთ თავი უამინდობას და ჯერ მცხუნვარე მზეზე გათბეთ, მერე კი, არმოსავლური ტკბილეულით ისიამოვნოთ.