LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ქართული საჭმელები და ადგილები, სადაც ამ კერძებს დააგემოვნებთ – CNN ქართულ სამზარეულოზე წერს

4468
ხინკალი
კულინარიული რევოლუცია საქართველოს დედაქალაქში – შეფ-მზარეულები მიყვებიან კონცეფციას, სადაც ძველი კულინარიული ტრადიციებიცაა თავმოყრილი. აქ ნამდვილად არის ისეთი კერძები, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ – წერს CNN. 

ხინკალი

საქართველოს სამზარეულოს შესწავლა ხინკლით უნდა დაიწყოთ – საქართველოზე ხინკალი ყველაზე მეტს ამბობს. ეს მოხარშული ბურთები ხორცით და სუნელებითაა სავსე. აქ საქონლისა და ღორის ხორცს ერთად იყენებენ.

ხაჭაპური და აჭარული

ჟურნალისტი ხაჭოს და პურის განმარტებას აკეთებს და შემდეგ ამბობს, რომ ამ ორი სიტყვით ლეგენადრული ყველისპური გამოდის, რომელიც სხვადასხვა ზომის და ფორმისაა. “გულწრფელად რო ვთქვათ, მსგავსი არაფერია მთელ მსოფლიოში. ხაჭაპური აჭარის რეგიონთან ასოცირდება, სადაც ნავის ფორმის ხაშაპურებს აცხობენ”, – წერს სტატიის ავტორი.

მწვადი

 საუკეთესო მწვადი შეგიძლიათ მიირთვათ რესტორან “კახელებში”.

Mtsvadi with goat is served at the Restaurant Kakhelebi.

ხორცის ნაჭრებს იღებენ და მათ ნახშირზე წვავენ. განსაკუთრებულად კარგად აკეთებენ ამ კერძს აღმოსავლეთ რეგიონში – კახეთში, სადაც ისინი წალამზე იწვება.

შქმერული

 მთის რეგიონში – რაჭა ცნობილია თავისი შებოლილი ღორის ხორცით და ნახევრადტკბილი ღვინით სახელწოდებით “ხვანჭკარა”. ეს არის ასევე ნიორში მომზადებული ქათმის სამშობლოც, რომელსაც შქმერულს უწოდებენ.

ხარჩო ღომთან ერთად

Kharcho is a spicy marriage of veal, tomato garlic and spices.

ხარჩო ეს არის ხორცის, პომიდვრის, ნივრისა და სუნელების ერთობლიობა. რაც შეეხება ღომს, ის სიმინდისგან მზადდება. შეფ-მზარეული გიორგი იოსავა ძალიან გემრიელ ხარჩოს აკეთებს ღომთან ერთად, პატარა ბოჰემურ რესტორან “სალობიე ბიაში”.

ჩაქაფული

თეკუნა გაჩეჩილაძეს ქართული სამზარეულოს დედოფალს ეძახიან – ყველა მისი კერძი განსაკუთრებულია. ის პირველი შეფ-მზარეული იყო, რომელმაც ტრადიციული რეცეპტები უხეშად დაარღვია და ახალი ტრენდი დაამკვირდა. მისი ზოგიერთი რეცეპტი მთელი მსოფლიოს რესტორნებშია. ცნობილია მისი ჩაქაფული. ის შედგება ბატკნის ან ხბოს ხორცისგან, ქლიავის სოუსისგან, ასევე საჭიროა თეთრი ღვინო და ტარხუნა – წერს ამერიკელი ჟურნალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები