LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საუკეთესო რჩევა? – არ ღირს სხვისი რჩევის მოსმენა!” – ჯიმ ჯარმუშის ცნობილი გამონათქვამები

8063
M-vQmrFgZ-8

ამერიკული დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა კანის კინოფესტივალის პრიზიორმა ჯიმ ჯარმუშმა, რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთხელ შეახსენა პუბლიკას თავი, როცა ფანტასტიკური ტრილერი ,,გადარჩებიან მხოლოდ საყვარლები” დადგა და დაამტკიცა, რომ შემოქმედებითი პაუზა ჯერ კიდევ არ ნიშნავს კარიერის დასასრულს.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  • სანამ წესის დარღვევას მოინდომებ, მანამდე კარგად გაიგე მისი არსი, იქნებ საერთოდ არ ღირს დარღვევა.
  • ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანებს, არ ესმით, რომ პლანეტა თვითონ გაანადგურეს საკუთარი სიძუნწით.
  • სინამდვილეში სწავლა 95% – დაკარგული დროა და მხოლოდ 5% ფასეული შენაძენი.
  • როცა კრიტიკულად განწყობილი ადამიანები მაქებენ, ყოველთვის მგონია, რომ რაღაც გავაფუჭე.
  • მოურიდებლად მოიპარე ყველაფერი, რაც შენს ფანტაზიას, წარმოსახვას გაამდიდრებს და  შექმენი ისეთი, რომ ვერავინ დაგაბრალოს ქურდობა.
  • ყველაზე რთული მუშაობის დასრულებაა, როცა იცი, რომ ყველაფერი გააკეთე და ვეღარაფერს შეცვლი.
  • ფილმში პაუზა სიტყავზე მნიშვნელოვანია, ერთწუთიანი დუმილი ყველა დიალოგზე ფასეულია, რადგან სწორედ ასე ხდება რეალურ ცხოვრებაში.
  • არ მიყვარს კინო, რომელიც მორალს მიკითხავს, ასეთი ფილმები სინამდვილეში ყველაზე საშიშია.
  • ადამიანები ზედმეტად ბევრს ფიქრობენ მოდაზე. ჩემთვის მოდა უაზრობაა, რადგან ყველაფერი მოდური – მილიონობით ადამიანს ეკუთვნის.
  • იყო დამოუკიდებელი – ნიშნავს იარო იმ გზაზე, სადაც არავინ წამოგყვება.
  • ტელევიზია დიდ ნაგავსაყრელს ჰგავს, სადაც ყველა საჯაროდ ცდილობს საკუთარი ნარჩენებისგან განთავისუფლება.