LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუნივერსიტეტო კლინიკა  “გაქცეული პაციენტის”  ხელმოწერას ასაჯაროვებს  

2150
BeFunky-collage - 2020-10-28T171003.319

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურ დოკუმენტს ასაჯაროვებს, რომელიც კლინიკის განცხადებით ადასტურებს, რომ წუხელ, გვიან ღამით, კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გაქცეულა და  საავადმყოფო ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

ქალბატონის მიერ ხელმოწერილი ცნობა, კლინიკის გვერდზე გამოქვეყნდა. აქვე, ადმინისტრაციის მიერ განმარტებულია, რომ პაციენტში კორონაინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მას მიეცა რეკომენდაცია მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში გაეგრძელებინა, თუმცა ორსულმა უარი განაცხადა.

“ერთ-ერთ ტელევიზიაში გასული სიუჟეტის საპასუხოდ, გვინდა განვმარტოთ, რომ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი არ გაქცეულა, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი.

აღნიშნული პაციენტი გახლდათ ორსული, კოვიდინფიცირებული ქალი და ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა 21 ოქტომბრიდან. მისი ორსულობის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების მიმდინარეობა იყო უსიმპტომო, ჩვენ პაციენტს მივეცით რეკომენდაცია, მკურნალობა კლინიკაში გაეგრძელებინა, რაზეც მან უარი განაცხადა.

ვინაიდან, პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და მას ჰქონდა თვითიზოლაციის პირობები, მისივე სურვილით და მისი ოჯახის წევრების კატეგორიული მოთხოვნით, გაეწერა ხელწერილის საფუძველზე და მკურნალობას აგრძელებს ბინაზე” – წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები