საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებამ საქართველოში, განსაკუთრებით მათზე იმოქმედა, ვისაც უცხოურ ვალუტაში სესხი აქვს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი აღიარებს, რომ ლარის გაუფასურებამ ბოლო თვეებში საქართველოში ოჯახებსა და ბიზნესებზე იმოქმედა – განსაკუთრებით მათზე, ვისაც უცხოურ ვალუტაში სესხი აქვს. თუმცა, გაცვლითი კურსის მოქნილობა ეკონომიკას საშუალებას აძლევს, შოკები უფრო მარტივად გადაიტანოს და ქვეყანას კარგ სამსახურს უწევს“, – განაცხადა ვერამარტინმა.

სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ფონდი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას მიესალმება, რომელიც სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას ისახავს მიზნად და ეროვნული ბანკის ნაბიჯებსაც აფასებს. „გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა და აღნიშნა, რომ განაკვეთი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს – თუ ინფლაციური ზეწოლა შენარჩუნდება“, – აღნიშნავენ სავალუტო ფონდში.

მსგავსი თემები