LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება

104
ekonomikuri-vardna-w-h

COVID-19-ის პანდემიის ფონზე, სსფ-მ საქართველოში მისია ვირტუალურად წარმართა. მისიამ მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით შეხვედრები საქართველოს ეკონომიკის და საფინანსო სექტორის ვითარების მიმოხილვის და სტრუქტურული რეფორმებში მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით გამართა.

“COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე. მაშინ როცა პანდემიის გავლენა ჯანდაცვაზე წარმატებულად კონტროლდება, საქართველოს საგარეო პოზიცია გაუარესდა, რამეთუ ტურიზმიდან შემოსავალი, ფაქტობრივად, გაქრა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა ივნისიდან დაიწყო. კერძო სექტორის დაკრედიტება კვლავ ჯანსაღი ტემპით მიმდინარეობს, რასაც, ნაწილობრივ, ხელს უწყობს მთავრობის პროგრამა ლარში აღებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების შესახებ. ბოლოხანს ინფლაციის ტემპმა იკლო, სუსტი მოთხოვნის და ეკონომიკის ჩაკეტვის შემდგომ პერიოდში აღდგენილი მიწოდების გავლენით.

მიმდინარე წელს მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება 5 პროცენტით. ეს მაჩვნებელი, სსფ-ს პროგრამის მეექვსე მიმოხილვისას ნავარაუდევ ზრდის ტემპზე ნეგატიურია, რადგან: ერთის მხრივ, 2020 წლის მეორე კვარტალის ფაქტიური მაჩვენებლები და, მეორეს მხრივ, საგარეო მოთხოვნის აღდგენა მოსალოდნელზე სუსტია”, – აცხადებს მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინა პროგნოზით, რომელიც აპრილში მომზადდა, საქართველოში რეცესია მინუს 4%-ზე იყო ნავარაუდევი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები