სავალუტო ჯიხურის რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სუბიექტი დაჯარიმდება. აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ბრძანების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის/ფილიალის მიერ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული პუნქტის/ფილიალის ვალდებულებების შეუსრულებლობა 2 000 ლარის დაჯარიმებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა. ახალი წესის თანახმად, სავალუტო ჯიხურები 1-ლი მარტიდან ვალდებული გახდნენ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვალუტის გადაცვლის შემდეგ თანხა უკან დაუბრუნონ.

მსგავსი თემები