LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

h1n1-2

ქუთაისში, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში შესვლისას ორსულად იყო. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა თავად მშობიარის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.  ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები