LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, თებერვალში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით: თურნავა

93
ნათია თურნავა natia turnava

რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები, სავარაუდოდ, თებერვლის თვეში მოიხსნება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა “იმედის” ეთერში შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრისას განაცხადა.

ნათუ თურნავას თქმით, ფრენების განახლება ტურისტული სეზონის აღდგენის პირველი იმედია.

“იხსნება ასევე ფრენები. ამაზე გვქონდა საუბარი. თებერვლის თვე იქნება სავარაუდოდ ის თვე, როდესაც ჩვენ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. ეს არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონკრეტული კონტროლირებადი – ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა, მაგრამ ეს არის ტურისტული სეზონის დაწყების პირველი იმედი იმის კვალობაზე, რომ მსოფლიოშიც თანდათან უკვე იწყება ვაქცინაცია”. – განაცხადა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში საჰაერო მიმოსვლა სრულად 21 მარტიდან შეწყდა.

ნოემბრიდან რეგულარული ფრენები 14 მიმართულებით აღდგა, ავიაციის სააგენტომ კი ავიაკომპანიებს ამ მიმართულებებზე რეგულარული ფრენის უფლება მისცა. თუმცა, ევროპის არაერთმა ქვეყანამ საქართველო, ეპიდვითარების გაუარესების გამო წითელ ზონად გამოაცხადა, რის გამოც არაერთი ფრენა გაუქმდა.

ნაწილ ქვეყნებთან კი მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება, რომლებსაც უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები