LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შე საწყალო”-ს ძახილი მაწუხებს, უკვე გამომიტირა ხალხმა: რას წერენ სოციალურ ქსელში კოვიდინფიცირებულები

445
covid19-2

მსოფლიოში კოვიდვითარება ყოველდღე მძიმდება. არც საქართველო ჩამორჩება.

“ვისაც ამჟამად კოვიდი დადასტურებული გაქვთ, დაწერეთ უშუალოდ როგორ დაგეწყოთ სიმპტომები” – ამ პოსტით შეშინებული საზოგადოება ერთმანეთს დახმარებას, ფსიქოლოგიურ თანადგომასა და რჩევებს უზიარებს. ისინი სიმპტომებსა და ვირუსის მიმდინარეობაზე საუბრობენ.

გთავაზობთ პოსტიდან კომენტარებს:

სოფი გვარამაძე: ჩემს დას დაუდგინდა. სახლში მკურნალობს, თუმცა ჩივილები საკმაოდ ჰქონდა, თან ხელებისა და ფეხების დაბუჟება დაეწყო. როგორც ცნობილია, პოთრომბინს წევს და საკმაოდ საყურადღებოა.

მანჩო მეფარიშვილი: დას დაუდგინდა ახლა. მეც მქონდა კონტაქტი. სიცხე და საერთო სისუსტე, ოფლი. მე პირადად უმადობა და სისუსტე. გემოს და სუნის დაკარგვაც. ველოდები პასუხს.

შორენა ნონიაშვილი: ნუ გეშინიათ გოგოებო. სითხეები სვით, ბევრი ლიმონიანი წყალი და სიცხე აკონტროლეთ. მე-6 დღეა და სუნი არ დამიბრუნდა ჯერ. ზოგი სულ არ კარგავს. სასტუმროში ვარ, არაფერს არ მიკეთებენ. თუ მასე იქნებით, სახლში ყოფნას გირჩევთ. ოღონდ, იზოლირებულად, რომ სხვას არ გადასდოთ. სხვა არაფერია საშიში. მთავარია სიცხემ არ აგიწიოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას.

თიკო ხაჩიძე: ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემს შემთხვევაში გეტყვით, რომ ჯანმრთელობაზე მეტად “შე საწყალო”-ს ძახილი მაწუხებს. ასე ვარ ნებისმიერი გაციებისას. ახლა კი, უკვე გამომიტირა ხალხმა. თუმცა, მე თუ თავის თავი კიდევ საკითხავია.

ნათია გუმბერიძე: დაბალი სიცხით და სისუსტით დამეწყო. შემდეგ, ძვლების ტკივილი, ყელის ტკივილი. მხოლოდ ერთი დღით მტკიოდა. გემი და სუნი არ დამიკარგავს. ზოგადი სისუსტე, ორი დღე თირკმელი მტკიოდა, ხველა იშვიათად, მაგრამ სველი. ცხვირი ოდნავ გაჭედილი და თავის და თვალების ტკივილი. ახლა კარგად ვარ და იმედია ყველანი კარგად ვიქნებით.

მარიამ ბახტაძე: ყელის ტკივილით დამეწყო და სახსრები მტკიოდა, ჰაერის უკმარისობაც მქონდა.

მანანა ქუტიძე: სამი თვის წინ გადავიტანე. ერთი კვირა 40 გრადუსამდე მქონდა სიცხე, ყელიც მტკიოდა, ორმხრივი პნევმონიით. ერთი თვე ავად ვიყავი და დამიდასტურდა კორონავირუსი. თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ დღეს ანტისხეულების ნატამალიც არ არის ჩემს ორგანიზმში და სავარაუდოდ, კიდევ დამემართება. კოვიდი მითი არ არის. თუ შეგიძლიათ, მაქსიმალურად დარჩით სახლში.

მაია გაბოძე: ჩემი ქმარი წვიმაში მოყვა, დასველდა და ღამე სიცხე ჰქონდა. დილით გაუშვეს ტესტირებაზე, მეორე დღეს დაურეკეს კორონა გაქვსო. იმ დღის მერე სიცხე აღარ ჰქონია. ორი ტაბლეტი პარაცეტამოლი დალია მხოლოდ. დაეკარგა სუნის შეგრძნება, უმადოდ იყო. უფრო ზოგადი სისუსტე ჰქონდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მასთან ერთად ვიყავით მე და ბავშვი. ჩვენზე არ გადმოსულა, თუმცა იზოლაციაში არ ვყოფილვართ. სამ დღეში ერთხელ ექიმი ურეკავდა, და ასე უთხრა თუ სიცხე აგიწევს პარაცეტამოლი დალიე და ც ვიტამინი მიიღეო. არაფერი არ ყოფილა საშიში და საპანიკო. ჯანმრთელობას გისურვებთ. თავს გაუფრთხილდით და არ ინეევიულოთ.

ნანა ლომსაძე: დამეწყო თავის ტკივილით. 37.3 სიცხით. მეორე დღეს თავი ისე აღარ მტკიოდა 38.6 – ც ავიდა სიცხე. მესამე დღეს სიცხე არ მქონდა ტესტი ავიღე და მეორე დღეს დამირეკეს კოვიდი+. მას მერე სულ სიცხეები მაქვს მეცხრე დღეა. გუშინ კლინიკაშიც დამაწვინეს.

მაია ცაბაურაშვილი: ცხოვრებაში, ასეთი ტკივილები არანაირ ავადობაზე არ მქონია. ღამე დამეწყო უცნაური, განსხვავებული ხველება. წუხელ ტკივილებისგან ვკვდებოდი და აღარც ვკვდებოდი. შუბლი, საფეთქლები, თვალები, ყველა სახსარი. ისეთი ტკივილებია, სიკვდილს ვნატრობდი. ტკივილის გამაყუჩებელი წამალი დავლიე, ნახევარ საათში ცოტა გამიჩერდა. დაღლილმა, ცოტას დავიძინებთქო. დამეძინა და გულის რევამ გამომაღვიძა. გასუფთავდა კუჭი და უკეთ გავხდი. მე გონა ყველაერი კარგად დამთავრდა, მაგრამ 2 საათში, ტკივილები ისევ დაიწყო. ახლა გამიარა, მაგრამ რასაც ქვია ”ვგდივარ” და ჩემ ამბავს თქვენ გიყვებით. სტამბოლში ვცხოვრობ.

 

სამწუხაროდ, არიან ადამიანები, ვინც გულგრილად უდგება კორონავირუსს. თუმცა, პროცენტულად უფრო მეტი ადამიანი იცავს წესებს და თავს უფრთხილდება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები