LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზამთრო, ნესვი, პომიდორი და ძეხვი: 10 თვის ბავშვისთვის ასეთი კვება დაუშვებელია

1466
page

საზამთრო, ნესვი, პომიდორი და ძეხვი – 10 თვის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მთელი დღის განმავლობაში ეს მენიუ ჰქონდა. ამას ამბობს მისი ბებია.

საზოგადოებაში შეშფოთება ვირუსზე მეტად სწორედ ბავშვის კვების რაციონმა გამოიწვია.

ოჯახი ფიქრობდა, რომ ბავშვი მოიწამლა და რეალურად ამის საფთხე ნამდვილად იყო.

რატომ არის შეშფოთების მიზეზი წლამდე ასაკის ბავშვებში ასეთი მენიუ. რომელი პროდუქტებია დაშვებული და როდიდან შეიძლება მსგავსი საკვების მიღება ბავშვებისთვის – ამასთან 

დაკავშირებით “ფორტუნას” პედიატრი ანა მაღრაძე ესაუბრა.

პედიატრის თქმით, ამ ასაკის ბავშვისთვის ჩამოთვლილი საკვების ოთხი სახეობიდან, არცერთია დაშვებული.

“წლამდე ასაკის ბავშვთა კვების რაციონი მკაცრად განსაზღვრულია, ვინაიდან ბავშვთა კუჭნაწლავის ტრაქტი ბავშვთა ასაკში მოუმწიფებელია. ჩვენ წლამდე ასაკში გვაქვს მოწოდებული რაციონი, რომელასც ყოველთვიურად ვამატებთ. ახალი საკვების შეტანა ყოველთვის დიდი სიფრთხილის და დაკვირვებით ხდება.

ძეხვი, სოსისი არა თუ წლამდე ასაკში, არამედ ზოგადად არ არის სასურველი.

ვინაიდან ქვეყანაში გვაქვს საშუალება, სეზონურად სხვადასხვა სახის ხილი მივაწოდოთ ბავშვს, არის რამდენიმე სახეობა, რომელიც არ არის სასურველი წლამდე ასაკის ბავშვმა მიიღოს, ამ ჩამონათვალშია საზამთრო და ნესვი, რომელთა კვებითი ღირებულება აღემატება მისგან გამოწვეული შესაძლო ზიანი, თუნდაც მოწამვლა, რომელმაც ფატალურ შედეგებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს.

რაც შეეხება პომიდორს, თერმულად დამუშვებული 11-12 თვიდან შესაძლოა სიფრთხილით მივცეთ ბავშვს. ცოცხლად დაუშვებელია,” – განმარტავს ანა მაღრაძე “ფორტუნასთან.”

ამ წესების დაცვა პირველ რიგში საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვები დავიცვათ ინტოკსიკაციისგან. ბავშვის კუჭის “გაკაჟება” არ არსებობს და მოწამვლა იმაზე მეტი პრობლემაა ვიდრე ერთჯერადი დისკომფორტი.

“ნაწლავური მიკროფლორა ირღვევა. ინტოქსიკაციამ და მოწამვლამ შეიძლება მოგვცეს იმდენად შეცვლა ჩვენი ნაწლავური მიკროფლორის [დისბიო] რომლის აღდგენას თვეები და ხანდახან წელიც კი სჭირდება,” – ამბობს პედიატრი.

გარდა ამისა, თუ წესებს არ დავიცავთ, მოზრდილ ასაკში შესაძლოა ბავშვებს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

ცნობისთვის,  10 თვის ჩვილი, რომლის მენიუ უკვე მთელმა საქართველომ იცის, დედასთან ერთად ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობენ.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები