LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საზარელი ფაქტი მოხდა – კვიციანს პატრიარქის ციტირების დროს, მიკროფონი გაუთიშა!”[ვიდეო]

754
201612291641122127746883

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატს ემზარ კვიციანს ახალ კანონპროექტზე საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მიკროფონი გამოურთო. შემთხვევის გამო, ადა მარშანია აღშფოთდა, რადგან მისი თქმით, მიკროფონის გამორთვა პატრიარქის ციტირებისას მოხდა.

“მან გაბედა და გამოურთო ბატონ ემზარს მიკროფონი, იმ დროს, როცა ჩვენი სულიერი წინამძღოლის, პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა და მას ციტირებდა და ესეც შეაფასა, როგორც არაეთიკური და დისკრიმინაციული,” – განაცხადა ადა მარშანიამ.

მარშანიამ ასევე აღნიშნა, რომ მათ ფრაქციას ეთიკის კომისიაში საჩივარი შეაქვთ და ამ შემთხვევის განხილვას ითხოვენ.

“ჩვენ გვინდა, რომ ქალბატონი ჩუგოშვილის საქციელი განიხილონ ეთიკის კომისიაზე. აღშფოთებულია მოსახლეობა და თქვენს ბოდიშსაც არ იღებენ…

გინდა ელაპარაკე გინდა არა,” – ასე დაასრულა თავისი გამოსვლა მარშანიამ პარლამენტში, რომელიც ხმაურის ფონზე მიდიოდა.

 

https://www.facebook.com/100009006727100/videos/2147502838893253/

 

ცნობისთვის, გუშინდელ სხდომაზე დეპუტატმა ემზარ კვიციანმა წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” უნდა ამოიღონ. კანონპროექტის წარდგენის დროს, დეპუტატმა სხდომის მონაწილეებს ილია მეორეს სიტყვები შეახსენა – “როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო, უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა”. თამარ ჩუგოშვილმა კვიციანს მიკროფონი გაუთიშა და დისკრიმინაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები