LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის – ირაკლი კოვზანაძე

90
ირაკლი კოვზანაძე

„საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემას განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეროვნული ბანკი დღეს გავრცელებულ განცხადებაში. „ის პრობლემა, რომელიც არსებობდა ეროვნულ ბანკსა და „თიბისი ბანკს“ შორის, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკმა“ ამ საკითხთან დაკავშიებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და სამართლებლივი დავა „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის შეწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი თავს იკავებს პარლამენტში მოსვლისგან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის მოუსმინოს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისთვისაც ისინი აპირებდნენ პარლამენტში მოსვლას და წინასწარ შეთანხმებული თარიღის მიხედვით გავმართოთ ეს შეხვედრა და მოვუსმინოთ მათ“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ეროვნულმა ბანკმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნულ ბანკს პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა ეროვნული ბანკისთვის მიზანშეწონილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები