LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 13 მოქალაქეა გარდაცვლილი

80
საქართველო

საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში სულ საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ სტატისტიკის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, უცხო ქვეყნებში კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქე დაინფიცირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 288 გამოჯანმრთელებულია, სამწუხაროდ, 9 გარდაცვლილია.

პანდემიის დროს საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა – დავით ზალკალიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები