LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადობრივი ტრანსპორტის შესაბამისი ხსნარებით ყოველდღიური დამუშავება გაგრძელდება

94
ტრანსპორტი დეზინფექცია

თბილისის მერის განცხადებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადობრივი ტრანსპორტის შესაბამისი ხსნარებით ყოველდღიური დამუშავება გაგრძელდება. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტსა და საბაგიროთი სარგებლობის დროს მოქალაქეებმა პირბადე უნდა გამოიყენონ.

„ძირითადი პირობა, რაც იყო საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბაგიროში პირბადით მგზავრობა, რა თქმა უნდა, რჩება. ეს პირობა უნდა გავითვალისწინოთ, რათა დავიცვათ ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ერთმანეთის სიცოცხლე.

რაც შეეხება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებას, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება შესაბამისი ხსნარებით. პრევენციული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა, მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებს კალაძე.

დღეიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

პოპულალურები