LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზოგადოება არაა სათანადოდ ინფორმირებული დაგროვებით პენსიაზე, ანუ თანამედროვე მძარცველობით სისტემაზე…“

qardava

მაია ქარდავა წერს დაგროვებითი პენსიის შესახებ და აღნიშნავს, რომ საერთო ტენდენციაა, რომ საზოგადოება არ არის კარგად ინფორმირებული დაგროვებითი პენსიის შესახებ. შეგახსენებთ, რომ იანვრის თვიდან უკვე დაიწყო კონკრეტული პროცენტის ჩამოჭრა ხელფასებიდან, რათა საპენსიო ფონდში გადაირიცხოს.

მაია ქარდავა წერს:

„დაგროვებით პენსიაზე მოგახსენებთ. ვამჩნევ, რომ საზოგადოება არაა სათანადოდ ინფორმირებული ამ თანამედროვე მძარცველობით სისტემაზე. ერთი ვიდეორგოლი ტრიალებს, სადაც “კეთილხმოვანი” წამყვანი ნათელ, თბილ და დაცულ სიბერეს გვპირდება. ეშმაკი დეტალებშია, მეგობრებო!

დავიწყოთ იქიდან, რომ ეს კანონი ერთობ დისკრიმინიციულია! ასაკის საფუძველზე ჩაგრავს საქართველოს მოსახლეობას. არის სავალდებულო 40-მდე ასაკის ადამიანებისთვის და საერთოდ არაფრად აგდებს 55 წლის ქალებსა და 60 წლის მამაკაცებს. სისტემა არის დაუხვეწავი და კეთების პროცესშია (ფორმებიც კი არ არსებობს, რაც უნდა შეივსოს). საიტი, სადაც უნდა შევიტანოთ დეტალურად ჩვენი პირადი ინფორმაცია, რათა დავრეგისტრირდეთ, ერთობ არაკეთილსაიმედოდ გამოიყურება და მე პირადად, რისკის შემცველი მგონია. თანამშრომელმა ხარკის სახით უნდა იხადოს გროს ხელფასის 2%, დამქირავებელმა ყოველ თანამშრომელზე 2 %, სახელმწიფო ან 2%, ან 1% ან სულაც არაფერს ამატებს თავის წილს (გააჩნია რა ოდენობის ხელფასი აქვს თანამშრომელს). სხვათა შორის უკვე გამოჩნდნენ “დამქირავებლები”, ვინც თანამშრომლებს აიძულებენ, თავიანთი წილი 2% თავად იხადონ, ანუ თანამშრომლებს 4%ს გადახდა მოუწევთ. ამ ხალხს არავინ იცავს უკანონობისგან!

ყველაზე ცუდი, და რაზეც კეთილხმოვანი რეკლამა დუმს, ვიდრე ხარკის გადამხდელები კეთილმოწყობილი სიბერის მოლოდინში “აგროვებენ პენსიას”, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, ეს ჩვენი სიმწრით გადახდილი თანხა საკუთარი შეხედულებისამებრ დააბანდოს „რამე ბიზნესში” – რისკიანში, საშუალო რისკის და დაბალი რისკის. რაც უფრო ახალგაზრდაა გადამხდელი, მით უფრო რისკიანში! გარანტია ნულოვანი! თუ გაამართლა ამგვარმა დაბანდებამ და მოგება ვნახე, ცოტა მოგებას გიწილადებთო, მაგრამ თუ არაო, მაშინ ბოდიშიო და ეგ თქვენი სიბერეც ვერ იქნება დაპირებულივით თბილი და ტკბილიო.!!! თანაც ყველა სხვა სახის სარგოდანაც იბეგრება ეს 2 პროცენტი! მოკლედ ბევრი ასეთი კაბალური ელემენტია ამ კანონში. ბრაზით ვსკდები!!!!!

საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობა მგონი ამ “აქციის” შემადგენელი ნაწილია. ასე დაუცველად არასოდეს მიგრძნია თავი. მოკლედ, თუ გაგიმართლათ და 2018 წლის 6 აგვისტომდე შეგისრულდათ 40 წელი, 3 თვეში შეძლებთ სისტემიდან გამოსვლას (ამასობაში თქვენ მიერ გადახდილ 6% და თქვენი დამქირავებლის მიერ გადახდილ 6%-ს რა მოუვა, კაციშვილმა არ იცის. დაგიბრუნებთო, თეორიულად, (უშაბათო კვირასო), მაგრამ როგორ და რანაირად, ახლა ამაზე არ შეგვაწუხოთო. თანაც, სისტემიდან გამოსვლის პროცედურა ჯერ არ მოგვიფიქრებიაო. რაც უფრო ადრე დარეგისტრირდებით სისტემაში, მით ადრე შეძლებთ მისგან თავის დაღწევას (ათვლის ვადა – 3 თვე- დარეგისტრირების დღიდან ითვლება). რამდენადაც ვიცი, ეს “კანონი” საკონსტიტუციო სასამართლოში გაუსაჩივრებიათ  (ზუსტად არ ვიცი ვის, ამიტომ ვერ ვწერ). იმედი ვიქონიოთ?.. არ ვიცი! ეს ვრცელი პოსტი მოკლე მონახაზია იმ უსამართლობის, რაც ამ კანონით მკვიდრდება საქართველოში. ძალიან გაბრაზებული ვარ. ტოჩკა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები