LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის გაცემაზე გამოცხადებული აუქციონის ვადა გახანგრძლივდა

ADVERTISING word cloud, business concept

მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით გაცემაზე აუქციონის ვადა გახანგრძლივდა. ინფორმაცია ამის შესახებ მერიის ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდა. მათივე ცნობით, აუქციონი არა დღეს 18:00 საათზე, არამედ 25 იანვარს დასრულდება.

შეგახსენებთ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მის ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემისა და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების აუქციონი 19 დეკემბერს გამოაცხადა.

აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამის განთავსების გრძელვადიან – 20-წლიან უფლებას მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები