LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ: 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი ინფლაციის რისკებს არ ქმნის

76

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი ინფლაციის რისკებს არ ქმნის და შესაბამისად, ეროვნულ ბანკს მის მიმართ შენიშვნები არ აქვს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მან ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე ეროვნული ბანკის დასკვნა წარადგინა.

„წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, წინა ვერსიასთან შედარებით შემოსავლები 95 მლნ ლარით იზრდება, ხოლო ხარჯები – 25 მილიონი ლარით. რაც იმას ნიშნავს, რომ წინა პროექტთან შედარებით, ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება 56 მილიონი ლარით და შეადგენს მილარდ 258 მილიონ ლარს. მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება და 3%-ს შეადგენს. ეს არის სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის მიხედვით. თუ სტატისტიკური მეთოდოლოგიით შევხედავთ, ეს არის 1,5 პროცენტი. ჩვენი შეფასებით, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არ შეიცავს ინფლაციის რისკებს და შესაბამისად, ეროვნულ ბანკს წარმოდგენილი პროექტის მიმართ შენიშვნები არ აქვს“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები