LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეიშელის კუნძულებზე მოხვედრა გამარტივდება – საქართველო საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმდება

1142
island-cafe-island-hopping-seychelles

საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე კონსულტაციებს მართავს.

1TV.ge-ის ინფორმაციით, სამ ქვეყანასთან, კერძოდ: სეიშელის რესპუბლიკასთან, ტუნისთან და ტაჯიკეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმებების გაფორმებაზე, მთავრობის განკარგულებები უკვე გამოიცა.

არსებული ინფორმაციით, ტუნისთან და ტაჯიკეთთან მოლაპარაკებები ნოტების გაცვლის გზით იმართება, სეიშელის რესპუბლიკასთან კი, მოლაპარაკებების პროცესს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსი წარმართავს.

Ryanair იწყებს - პირველი ფრენა თბილისიდან 6 ნოემბერს შესრულდება

ქართულმა მხარემ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა მისცა

 

ის, რაც სეიშელის კუნძულებზე გამგზავრებამდე უნდა იცოდეთ:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება სეიშელის რესპუბლიკაში ვიზას მიიღებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 30 დღემდე მოქმედების ვადით.

მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;

  • სასტუმროს ჯავშანი;

  • საკმარისი თანხა სეიშელის რესპუბლიკაში ყოფნის პერიოდში

  • სავიზო მოსაკრებელი;

სეიშელის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfa.gov.sc/

სეიშელის კუნძულები (სეიშ. Repiblik Sesel, ფრანგ. République des Seychelles, ინგლ. Republic of Seychelles) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით და ეკვატორიდან ცოტათი სამხრეთით. აფრიკის სანაპიროდან დაშორებულია 1600 კილომეტრით. სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეულობის სამშობლოა. ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-ზე ცოტა მეტი კუნძული, მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები