სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სუპერმარკეტი „მაგნიტი“ დააყაჩაღეს. ჩვენი ინფორმაციით, ორმა პირმა სუპერმარკეტში თანხა ვერ იპოვა და მაღაზიიდან ორი შოკოლადი წაიღო.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები