ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ, კლინიკაში გაიმართება. საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ თუ დაცვის მხარე ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ცნობას წარადგენს, პროცესის კლინიკაში გამართვა შესაძლებელი იქნება.

საკრებულოს წევრს ბრალად თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა ედება. ქალის თქმით ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯიშკარიანმა მასთან სექსუალური აქტის დამყარება სცადა და სცემა.

,,მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში” – ჯიშკარიანის პირველი ვიდეოკომენტარი

პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა და ბრალი ორი მუხლით წარუდგინა.
თამთა თოდაძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა არ აპირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნას, საუბარია მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოზე, რასაც თოდაძის მხარე არ ეთანხმება.

პროცესი 12:30 საათზეა ჩანიშნული.

,,პროცესზე ბევრ რამეს ვიტყვით”- სასამართლო ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს

ილია ჯიშკარიანი 2014 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია მმართველი პარტიიდან.

წყარო: ნეტგაზეთი

 

მსგავსი თემები