LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური შევიწროება კანონით აიკრძალა – სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

116
violence-against-women-1280x720

სახალხო დამცველის აპარატი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო კვირეულს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, კამპანიის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია 2019 წელს, ამ მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე.

„გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება, რომელიც 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - პოლიციელთა ვალდებულებები შესაძლოა, გაფართოვდეს

ცვლილებების განხორციელება “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში იგეგმება.

2019 წლის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ძირითადი თემა სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება. მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების და შესაბამისი პრაქტიკის განვითარების მხრივ”, – წერია განცხადებაში.

აქევ აღნიშნულია, რომ

2019 წლის 19 თებერვალს სექსუალური შევიწროება აიკრძალა საკანონმდებლო დონეზე და დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად გაიწერა.

სახალხო დამცველის განცხადებაში დეტალურადაა საუბარი, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა კანონის გამკაცრების კუთხით და რა ტიპის ქმედებები მიიჩნევა სამართალდარღვევად.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმ ეტაპებს, რაც ამ საკითხზე მუშაობისას გაიარეს, რის შემდეგაც განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა გარკვეულწილად გაიზარდა.

 

საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა უწყებები და ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ.

ხშირია მეუღლის ან ყოფილი პარტნიორის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები, რომელიც მკვლელობითაც სრულდება. 2019 წლის მონაცემებით,  ოჯახში ძალადობას 11 ქალი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები