საყვარელი სერიალების გარდა, „ნეტფლიქსი“ ერთგულ მაყურებელს ფილმებითაც ანებივრებს. გამონაკლისი არც სექტემბრის თვეა, როცა მაყურებელმა „ნეტფლიქსის“ არაერთი საინტერესო ორიგინალური ნამუშევარი იხილა.

გადავხედოთ 5 საუკეთესო ფილმს, რომელთა ხილვაც „ნეტფლიქსზე“ სექტემბრიდან შეიძლება…

,,მუდამ ეშმაკი“ / The Devil All the Time

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კრიმინალური, დრამა, თრილერი

როლებში: ტომ ჰოლანდი, რობერტ პატინსონი, ბილ სკარსგარდი, სებასტიან სტენი

„ნეტფლიქსის“ ახალ ფსიქოლოგიურ თრილერში მოვლენები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვიეტნამის ომის დაწყებამდე სამხრეთ ოჰაიოსა და დასავლეთ ვირჯინიაში ვითარდება. ფილმის გმირები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხალხია: ომის ვეტერანი, სერიული მკვლელების წყვილი, მღვდელი, ვირტუოზი გიტარისტი… ყველა მათგანი შინაგან დემონებს მალავს…

 „სიყვარული, გარანტირებული“ /Love, Guaranteed

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: რომანტიული კომედია

როლებში: რეიჩელ ლი კუკი, დეიმონ უეინს უმცროსი

ახალგაზრდა მამაკაცი ნიკ ევანსი გადაწყვეტს უჩივლოს გაცნობათა საიტს, რომელიც მომხმარებლებს გარანტიას აძლევს, რომ მისი საშუალებით სიყვარულს იპოვიან. იგი თავის ადვოკატად პრინციპულ და შეუპოვარ სიუზენს ირჩევს, რომელიც ამ საქმეზე მუშაობას მხოლოდ იმიტომ თანხმდება, რომ თავისი პატარა ფირმა გაკოტრებას გადაარჩინოს.

„მე ვფიქრობ ყველაფრის დასრულებაზე“ / I’m Thinking of Ending Things

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: ფსიქოლოგიური თრილერი

ფილმი იენ რიდის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდა გოგონას შესახებ მოგვითხრობს. ლუსიმ თავის ბოიფრენდ ჯეკთან დაშორება უკვე გადაწყვიტა,თუმცა ამის მიუხედავად მაინც გაემგზავრა საოჯახო ფერმაში მისი მშობლების გასაცნობად. ახალგაზრდა ქალს წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა უცნაური ადამიანები დახვდებიან მას დანიშნულების ადგილას…

„პარამედიკოსი“ / The Paramedic

ქვეყანა: ესპანეთი

ჟანრი: თრილერი

უბედური შემთხვევის შემდეგ პარამედიკოსი ანხელი სავარძელს მიეჯაჭვა, თუმცა ის იმ ადამიანების რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლებიც ბედს ეგუებიან. ანხელი, რომელსაც თავის მეგობარ გოგონასთან, ვანესასთან ეძაბება ურთიერთობა ეჭვობს, რომ უბედური შემთხვევა სულაც არ ყოფილა შემთხვევითობა…

„ენოლა ჰოლმსი“ / Enola Holmes

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: მისტიკა

როლებში: ჰენრი კევილი, მილი ბობი ბრაუნი, სემ კლეფლინი, ელენა ბონემ კარტერი, ფიონა შოუ…

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალებით ინსპირირებული სერიალი მაიკროფტ და შერლოკ ჰოლმსების ახალგაზრდა დაზე, ელონაზე მოგვითხრობს. 16 წლის ელონა ცნობილ ძმებს დასხმარებლად მას შემდეგ მიმართავს, რაც დედამისი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდება. ფილმის მსვლელობისას უმცროსი ჰოლმსი თავის ძმებზე არანაკლებ ლოგიკას, დედუქციას და დეტექტიურ უნარებს ავლენს…

მსგავსი თემები