LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბრის თვის მუსიკალური ფესტივალები ევროპაში

114
cover

მუსიკალური ფესტივალები ყველა სეზონს უხდება,თუმცა ზაფხული და შემოდგომა ამ მხრივ ყველაზე აქტიურია. სექტემბერში ჯერ კიდევ გრძელდება საზაფხულო აურა და დასვენების,გართობისა და მოგზაურობის სურვილით შეპყრობილი ადამიანები მზად არიან საფესტივალო ტურებისთვის. წარმოგიდგენთ სექტემბრის თვის ყველაზე ხმაურიან ფესტივალებს ევროპაში,რომელიც დაუვიწყარ დღეებს გპირდებათ.

ბასილარის ფესტივალი ტექნო  მუსიკის მოყვარულებს ჩრდილოეთ პორტუგალიაში ეპატიჟება, რომელიც საგულდაგულოდ არის შექმნილი მცოდნე და მუსიკაზე ორიენტირებული საზოგადოების მისაღებად. მხოლოდ ერთი სცენა და მცირე კონტინგენტი ფესტივალის მახასიათებელია. მთაში ტბის ნაპირზე, მუსიკის შერწყმა ბუნების სიდიადესთან მძაფრ ემოციებს კიდევ უფრო გაამძაფრებს. ფესტივალის თარიღი და ლოკაცია: 8 September 2022 21:00 – 11 September 2022 23:30 Dam of Pisões, Portugal

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აპოკალიფსის ჩეხურ ვერსიაში – უწყვეტი ტექნო მუსიკა. მოემზადეთ 12 საათიანი უწყვეტი მუსიკისთვის ამ ერთდღიან შიდა ფესტივალზე,რომელიც ჩეხეთის ულამაზეს ქალაქ ბრნოში 23 სექტემბერს გაიმართება.

ფლორენცია ფესტივალების გარეშეც მიმზიდველი და პოპულარულია ტურისტებისთვის,თუმცა ამ ყველაფერს თუკი გემოვნებიან მუსიკასა და მხიარულებას დავურთავთ ნამდვილად ღირს მისი სტუმრობა. 10-11 სექტემბერს ქალაქგარეთ ფლორენცია მსურველებს ცეკვის ცეცხლოვან ფესტივალზე იწვევს ღია ცის ქვეშ ვისარნოს არენაზე.

არა აქვს მნიშვნელობა რა სახის მუსიკას უსმენთ,ეს ფესტივალი ყველას გემოვნებას მოერგება, რადგან მთელი ქალაქის მასშტაბით რამდენიმე სცენაზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს. ეს ყველაფერი კი ნორვეგიის ქალაქ ოსლოში გელით 15-17 სექტემბერს.  მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სემინარები და ლექციებიც გაიმართება.

ცნობილი შვეიცარიული კაპრიზების ფესტივალი ყოველ შემოდგომაზე მსოფლიო დიჯეებს მასპინძლობს ულამაზესი მთების გარემოცვაში.  სამდღიანი ღონისძიება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. ფესტივალის ლოკაცია და თარიღი: September 16-18, 2022 Crans-Montana, Switzerland

1991 წელს დაარსებული lollapalooza-ს ფესტივალი ამერიკაში, ამჯერად ბერლინშიც იღებს სტარტს და დაუვიწყარ დღეებს ჰპირდება დამსწრე საზოგადოებას. ბერლინი ამ ფესტივალს  2015 წლიდან მასპინძლობს და ამ დროიდან მოყოლებული  70,000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალი 24-25 სექტემბერს გაიმართება.

ანდალუსიას ცნობილი ფესტივალი არის სრულიად ახალი ღონისძიება ესპანეთის ცნობილი Mad Cool-ის გუნდის  ორგანიზებით, რომელიც პირველად გაიმართება მალაგაში Playa de Sacaba-ზე. სამხრეთ ესპანეთის სანაპირო 8-10 სექტემბერს საოცარი ატმოსფეროსა და გემოვნებიანი მუსიკის ფონზე უამრავ სტუმარს ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები