LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტორები, რომლებიც თბილისში საინვესტიციოდ პრიორიტეტულია

98
Where-to-Invest-Written-on-Card-Notepad-Calculator-Messy-Desk-Index-Mutual-Funds-SS-Feature

ინვესტორების მხრიდან თბილისში ინტერესი მაღალია, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინტერესი შევინარჩუნოთ და მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, – ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმი ძალიან მზარდი მიმართულებაა და ინვესტორების მხრიდანაც, ნომერ პირველი ინტერესის სფერო სწორედ ეს სექტორია.

ამასთან, ბასილაიას განმარტებით, ძალიან დიდი პოტენციალი არის კრეატიულ სექტორში, რომლის ბრუნვაც გასულ წელს 60 მილიონამდე ავიდა, ხოლო 5-6 წლის წინ ბრუნვა 10 მილიონიც არ იყო. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, ეს მიმართულება გარკვეულ ინიციატივებს საჭიროებს და დედაქალაქის მერია ამაზე აუცილებლად იმუშავებს.

„მზარდი პოტენციალის სექტორებია: ტურიზმი, საცალო ვაჭრობა და კრეატიული სექტორი. ასევე იყო შესწავლილი ჯანდაცვის სექტორი, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: პლასტიკური ქირურგია და ფარმაცეპტიკა, სადაც ასევე მზარდი პოტენციალია“, – განმარტა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის დაკვეთით, ამერიკულმა კომპანია Deloitte-მა თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა ჩაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები