LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენა უილიამსმა Met Gala-ზე მუცელი გამოაჩინა

147

სერენა დიდებულია კორტზე, თუმცა შთაბეჭდილების მოხდენა წითელ ხალიჩაზეც შეძლო. ამერიკელი ჩოგბურთელი პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე მას შემდეგ, რაც გაამხილა რომ ორსულად იყო. სპორტსმენი წლის მთავარ მოდურ მიღებაზე, უბრალოდ ბრწყინავდა.

35 წლის უილიამსი წითელ ხალიჩაზე Versace-ს კოლექციიდან ზურმუხტის ფერი კაბით გამოჩნდა. სამოსი მუცელს განსაკუთრებით გამოკვეთდა, კამპანიას კი მისი შეყვარებული, Reddit-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი უწევდა.
შეგახსენებთ, სერენა უილიამსის ორსულობის შესახებ ცნობილი წინა თვეში გახდა, ის მეორე ტრიმესტრშია, ვარსკვლავი ბავშვის სქესს არ ამხელს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუკი ბავშვის დაბადების შემდეგ სადეკრეტო შვებულება 12 თვემდე გასტანს, მას მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი შეუნარჩუნდება. უილიამსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩოგბურთელი კორტზე დაბრუნებას 2018 წელს გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები