LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგო ზაქარიაძემ სცენაზე კინაღამ იაკობ ტრიპოლსკი მოკლა: „ვიღაცამ ბუტაფორიული თოფი ნამდვილით შეცვალა…“

289
zaqariadzetripolski

ქართველი მსახიობის, იაკობ ტრიპოლსკის ვაჟი, რეჟისორი ირაკლი ტრიპოლსკი ,,სარკესთან” ინტერვიუში ქართული თეატრალური ცხოვრებიდან საინტერესო ამბავს იხსენებს, რომელიც მამამისს უკავშირდება.

„ერთ-ერთ სპექტაკლში მამა და სერგო ზაქარიაძე ერთად თამაშობდნენ. მეორე მოქმედებაში ასეთი სცენა იყო – სერგოს მამაჩემისთვის თოფი უნდა ესროლა, მამაჩემის პერსონაჟი კვდებოდა.

კულისებში ბუტაფორიული თოფი იდო. სერგო თოფს მამას „ესროდა“, ამ დროს კი კულისებში რაღაცას დაარტყამდნენ, რომ გასროლის ხმის ილუზია შექმნილიყო. როგორც ჩანს, სერგო ზაქარიაძის გარშემო ცუდი წრე შეიკრა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი იყო. რეპრესიების ახალი ტალღა იწყებოდა. თეატრიდან სერგოს გაშვება უნდოდათ და მიზეზს ეძებდნენ.

სპექტაკლის წინ ვიღაცამ კულისებში ბუტაფორიული თოფი ნამდვილით შეცვალა. სერგომ აიღო და მამას ესროლა. ტყვია „პროჟექტორს“ მოხვდა და ჩამოვარდა. ზაქარიაძის მტრებს უნდოდათ, სერგოს სცენაზე იაშა მოეკლა. თუ ასე მოხდებოდა, მას დაიჭერდნენ… ვერ დაადგინეს, თოფი ვინ გამოცვალა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები