LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალ „გვირგვინის“ ახალი სკანდალი  – სერიალში აჩვენეს,  როგორ სასტიკად ექცეოდა პრინცი ჩარლზი დაიანას

296
tvseries20121

ნოემბრის შუაგულს „ნეტფლიქსმა“ სერიალ „გვირგვინის“ ახალი სეზონი წარმოადგინა. ეს სეზონი განსაკუთრებულად საინტერესო იყო, რადგან ის პრინცი ჩარლზისა და დაიანას ურთიერთაბას ეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კამილა პარკერ-ბოულზისა და პრინც ჩარლზის ურთიერთობაზე.

მაყურებლისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა იმის გაცნობიერება, რომ პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი უკვე მაშინ ხვდებოდნენ ერთმანეთს, როდესაც ჩარლზი დაიანაზე იყო დაქორწინებული, ფილმში დეტალურადაა ნაჩვენები ჩარლზისა და კამილას დაშორების სცენაც, როდესაც ჩარლზი საყვარელ ქალს სამაჯურს ჩუქნის.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ჩარლზს დაიანასადმი სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ჩარლზისა და კამილას ერთობლივ „ინსტაგრამ“ ექაუნთზე იმდენად დიდი აგრესია წამოვიდა, რომ მომხმარებლებს კომენტარის დაწერის ფუქნციაც კი შეუზღუდეს. სერიალში ახალ სეზონს სამეფო ოჯახის ბიოგრაფიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტები ცალმხრივადაა გაშუქებული. მისი თქმით, სერიალში ნაჩვეებია, როგორ უყვირის ჩარლზი დაიანას, თუმცა როგორც ის დასძენს, დაიანაც ხშირად აწყობდა მსგავს ისტერიკებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები