LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალ “ხელოვნურ სუნთქვასთან” დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

478

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ გაშვება ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ საზოგადოებრივის მედიისა და კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ცოტა ხნის წინ დასრულდა მხატვრული სერიალების კონკურსი, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივის ჟანრში გამარჯვებული გახდა ილია ჯიბღაშვილისა და ბესო სოლომონაშვილის ნამუშევარი „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“, მელოდრამის ჟანრში კი  სანდრო ჯანდიერისა და ბასა ჯანიკაშვილის სერიალმა „ლივლივმა“ გაიმარჯვა. 

„გამარჯვებულ სერიალებს ვიხილავთ ახალი სეზონიდან“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“  ჩვენება შესაძლოა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაგრძელდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები