LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალები, რომლებიც ფსიქოთერაპევტთან სეანსს შეგიცვლიან

10359
tvs-seriessnewssss

თანამედროვე სერიალები დიდი ხანია გასცდნენ პრიმიტიული ტელეშოუების საზღვრებს, რადგან ავტორები სულ უფრო ხშირად მიმართავენ აქტუალურ სოციალურ თემებს, რათა ჯერ თვითონ მოიძიონ პასუხი, მერე კი, მაყურებელს გაუზიარონ. გთავაზობთ სერიალებს, რომლებიც თქვენს პასუხებზეც შეეცდებიან პასუხის გაცემას.

,,ფლიბეგი” (Fleabag) – სერიალის მთავარი გმირი 30 წლის ლონდონელი ფიბია, რომელიც ვერც მრავალრიცხოვან საყვარლებთან, ვერც დასთან, დედინაცვალთან პოულობს საერთო ენას და ყველანაირად ცდლობს დაღუპული მეგობრის დავიწყებას. მართალია, ფიბის ცხოვრება ქაოტური და ერთი შეხედვით ზედმეტად ხალისიანია, მაგრამ მუდმივი ეპატაჟი, სინამდვილეში მხოლოდ იმ წყენას და ბრაზს, დარდს და დანაშაულის გრძნობას მალავს, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოაშკარავდება.

,,იმედგაცრუება” (Disenchantment) – “სიმფსონების” ავტორების ახალი მულტსერიალი პრინცესა ტიაბანის ისტორიაა, რომელიც თავისი დარდითა და ტკივილით, მანკიერებებითა და მავნე ჩვევებით ჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალს უფრო ჰგავს, ვიდრე სამეფო გვარის წარმომადგენელს, რომელიც იუმორით, ზოგჯერ ცინიზმით ცდილობს პრობლემებში გარკვევას. მართალია, სერიალი საკმაოდ ნაღვლიანია, მაგრამ სწორედ იუმორი აიძულებს მაყურებელს განსხვავებულად შეხედოს საკუთარ ცხოვრებას.

,,დიდი პატარა ტყუილები” (Big Little Lies) – სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ჯეინ ჩეპმანი მუდმივად წარსულს და მოძალადეს იხსენებს, სელესტა რაიტს კი, ქმრის ძალადობისგენ უჭირს თავის დაღწევა, თუმცა წვეულებაზე მომხდარი ტრაგედია აბსოლუტურად ცვლის მათ ცხოვრებას და მომხდარის განსხვავებულად გააზრებას აიძულებს.

,,მანიაკი” (Maniac) – სერიალი, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერის ფარულ შესაძლებლობებს განიხილავს, შიზოფრენიით დაავადებული ოუენის და სუიციდისკენ მიდრეკილი ენნის ისტორიაა, რომლებიც ახალი პრეპარატის საცდელ პროგრამაში მონაწილეობის წყალობით მოგზაურობენ საკუთარ ცნობიერში, ქვეცნობიერში და სწორედ იქ ცდილობენ მომქანცელ შეკითხვებზე პასუხების მოძიებას.

,,ევას მოკვლისას” (Killing Eve) – სერიალი სოციოპატი ქილერის და ბრიტანეთის დაზვერვის აგენტის დაპირისპირებაზე, პირველ რიგში არასტანდარტული ისტორიით და  ორიგინალური პერსონაჟებითაა საინტერესო, რომელთაგან თითოეული საკუთარ საიდუმლოს მალავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები