LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალი „ბევერლი ჰილზი 90210“ ეკრანებზე ბრუნდება (ფოტო)

hils

ლეგენდარული ახალგაზრდული სერიალი „ბევერლი ჰილზი 90210“ ეკრანებზე ბრუნდება. ამის შესახებ დღეს გამოცემა „ვერიეთი“ წერს. ცნობილი ხდება, რომ სერიალის მწარმოებელი CBS Television Studios უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ცნობილი სატელევიზიო შოუს მთავარ გმირებთან, გაგრძლებაში მონაწილეობის მისაღებად. აქვე ცნობილია, რომ  ჯენი გარტი, ტორი სპელინგი, ჯეისონ პრისტლი, იენ ზირინგი, ბრაიან ოსტინ გრინი და გაბრიელ კარტერი მზად არიან სერიალში დაბრუნდნენ. მეტიც, ტორი სპელინგი და ჯენი გარტი ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში უკვე ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ დარენ სტარისა დ აარონ სპელინგის სერიალი „ბევერლი ჰილზი 90210“ საკულტო შოუდ იქცა. ფილმმა ახალგაზრდობის ყველა პრობლემა მოიცვა, რასიმზი, ჰომოფობია, ალოკოჰოლიზმი, ნარკომანია , სუიცდი, ცხოველთა უფლებები და სხვა. სერიალში ასევე მთავარ როლებს შენონ დოერტი და ლიუკ პერი ასრულებდნენ, რომელთა დაბრუნება ჯერ არ დადასტურებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები