LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერტიფიცირებული ექიმები, რომლებიც დაუსაქმებლები არიან, შეიძლება, კორონავირუსის მართვაში ჩართონ

165
eqimebi

ექიმები, რომლებიც ამჟამად დაუსაქმებლები არიან, შეიძლება , გადაამზადონ და კორონავირუსის მართვაში ჩართონ. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა თქვა, ასეთი დაახლოებით 27-28 ათასი სერტიფიცირებული ექიმია, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არ არიან, თუმცა სამედიცინო განათლება აქვთ.

პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება: გამყრელიძე

გამყრელიძის თქმით, გაზრდილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, სიტუაცია მართვადია.

გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ამ პირების გადამზადება და კორონავირუსის მართვაში ჩართვა შესაძლებელია, თუ ამის საჭიროება დადგება.

“ჩვენთან აქტიურად დასაქმებულია 19 00-მდე ექიმი და დაახლოებით 17 ათასამდე ექთანი. ცოტა ძველი მონაცემები მაქვს, მაგრამ არის ქვეყანაში 27-28 ათასამდე სერტიფიცირებული ექიმი, რომელიც ამ 19 ათასის ზემოთ, რომლებსაც აქვთ სამედიცინო განათლება და არ არიან დასაქმებული და შესაძლებელია და არის საუბარი, რომ ასევე ისენი მიეხმარონ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, თუ ამის საჭიროება დადგა. და სასურველია მათი გადამზადება, რადგან ზოგი პენსიაშია, ზოგი არ მუშაობს”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

პოპულალურები