LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეს: სალმონელა აგონათი ბავშვების ინფიცირების გამო, ლაქტალის პროდუქტების რეალიზაცია შეჩერდა

126

ფრანგული კომპანიის ლაქტალის ინთერნეიშენალის და საქართველოში მისი წარმომადგენლობის, ლაქტალის ჯორჯიას წარმოებულ ყველა სახის პროდუქტს ქსელიდან ამოიღებენ. დავალება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) მიიღო. სააგენტოს ინფორმაციით, WHO-ს გადაწყვეტილების საფუძველი საფრანგეთში, მიმდინარე წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში “სალმონელა აგონათი” ბავშვების ინფიცირების 26 შემთხვევა გახდა.

საქართველოში ამ კომპანიის წარმოების „სელიას” ბრენდის შემდეგი პროდუქტებია იმპორტირებული: CELI LF NEUTRE 400G X12 PROMAT, CELIA Expert 1 400g, CELIA Expert 1 900g, CELIA Expert 2 900g, CELI EXPERT 2 400 g, CELI EXPERT 3 900 g, CELI EXPERT 3 400G, CELIA Nutrition 1 300g, CELIA Nutrition 3 300g, CELIA PRE 400g, CELI AR 400G, CELI HA NEUTRE 400G, CELI MAMA 400G.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციიდან  მიღებული შეტყობინების საფუძველზე,  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავალა ბიზნესოპერატორს,  შეეჩერებინა  ორგანიზაციის დანართში მითითებული „სელიას“ პროდუქციის პარტიების რეალიზაცია და სარეალიზაციო ქსელიდან მისი ამოღება.

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები