LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სევსამორა რეზორტი და სპა“ – საგურამოში ახალი, მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსი გაიხსნა

1999
IMGL55355

თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ეკოლოგიურად სუფთა ზონაშისაგურამოში მრავალფუნქციური დანიშნულების, გასართობგამაჯანსაღებელი ტურისტული კომპლექსი – „სევსამორა რეზორტი და სპაგაიხსნა.

მაღალი კლასის ტურისტულ-დასასვენებელი კოპლექსი 25 ჰა-მდე მიწის ფართობზეა განლაგებული და მოიცავს: 45 ოთახს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, კვების 5 ობიექტს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, პანორამულ ტერასა ბარებს, სადეგუსტაციო დარბაზებს, ღვინის მარან-მუზეუმს, ქვევრსაცავს, ღვინის გვირაბს, საკოლექციო ჯიშების საჩვენებელ და ბიო ვენახებს, მრავალწლიან ხეხილის ბაღებს და რეკრეაციულ ზონას.

სევსამორა რეზორტი და სპამიზნად ისახავს გამორჩეული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების შექმნას, სადაც სტუმრები შეძლებენ მყუდრო და კომფორტულ გარემოში დასვენებას, ქართული მევენახეობის ისტორიისა და კულტურის გაცნობას, ბიო-ქვევრისა და საკოლექციო ჯიშის ღვინოების დეგუსტაციებში, მასტერკლასებში, რთველში თუ წარმოების პროცესში მონაწილეობას.  დასასვენებლი კომპლექსი პირველ სტუმრებს 25 დეკემბრიდან უმასპინძლებს.

კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ინვესტიციის საერთო თანხა 20 000 000 ლარს შეადგენს. პროექტი „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები