LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაბათის მოგზაურობისთვის გვიყვარს გომბორის უღელტეხილი კახეთში, ან ბორჯომი-ხარაგაულის პარკი – გერმანელი ელჩი

108
germaniis-elchi

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში იმედს გამოთქვამს, რომ გერმანელი ვიზიტორები ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდებიან. აღნიშნულ საკითხზე ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალ „დიპლომატთან“ ისაუბრა.

„ქართველები კრიზისს განსაკუთრებულად გაუმკლავდნენ. ახლა ველი პირველი გერმანელი ვიზიტორების დაბრუნებას საქართველოში, თუნდაც ეს რიცხვი თავიდან მცირე იყოს. ძალიან მარტივი იყო ჩემი და ჩემი ოჯახის დარწმუნება იმაში, რომ მხოლოდ ერთი შვებულება არ გაგვეტარებინა საქართველოში. შაბათის მოგზაურობისთვის გვიყვარს გომბორის უღელტეხილი კახეთში, ან ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ახლა ვგეგმავთ რამდენიმე სერიოზულ ლაშქრობას ხევსურეთში. შემდეგი იქნება დასავლეთ საქართველო შავი ზღვის ლამაზი სასტუმროებითა და გურია-აჭარის გასაოცარი მთიანი რეგიონებით. ჩემს აღფრთოვანებას ისევ იწვევს ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრები“, – აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები