LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა „დოლჩე და გაბანას“ წითელ კაბაში „ვოგის“ გარეკანს ამშვენებს – იშვიათი ფოტოსესია

112
page

44 წლის კოლუმბიელი მუსიკოსი შაკირა იმ ვარსკვლავთა სიაშია, ვისი ცხოვრებაც ჟურნალისტებისთვის შედარებით გასაიდუმლოებულია. ამდენად, მისი ნახვა გლამურული ჟურნალების ფურცლებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მექსიკური „ვოგის“ გარეკანზე შაკირას გამოჩენა სენსაციად შეფასდა. კოლუმბიელი ვარსკვლავის პირველი ფოტოები დღეს გავრცელდა და უდიდესი გამოხმაურებაც მოჰყვა.

შაკირა „ვოგის“ გარეკანზე შეუდარებელია. ის „დოლჩე და გაბანას“ ულამაზეს წითელ კაბაში პოზირებს. ჟურნალში მკითხველი შაკირას ახალ ინტერვიუსაც წაიკითხავს, სადაც მომღერალი მომავალ გეგმებზე და ახალ ალბომზე საუბრობს. აქვეა სხვა ფოტოსესიაც, სადაც შაკირას ოქროსფერ ულამაზეს კაბებში ვიხილავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები