LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ამონაშვილი: „აღარ ვარგა ანდაზა: „ბავშვი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო“

amonashvili

„მშობლებს ჰმართებთ მეგობრობა თავის შვილთან. ეს უნდა გავიგოთ. აღარ ვარგა ანდაზა, „ბავშვი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო“. არ გამოგივა მოყვრად მტრად გაზრდილი ბავშვი. საქართველოს მტრები გავუზარდოთ, რომ დამცველები გახდნენ? ეს ხომ სასაცილოა?!. ეს ვითომ სიბრძნე გაჭირვების დროს ითქვა. ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, რომ მეგობარი გაიჩინო, მოყვარედ უნდა გაზარდო, რომ მოყვარე გაიმრავლო, პატრიოტად უნდა გაზარდო, რომ პატრიოტი გახდეს. მეგობრობის გარეშე არ გამოგვივა თანამედროვე ინდიგო ბავშვების გაზრდა“, აღნიშნავს აკადემიკოსი, პედაგოგი შალვა ამონაშვილი „იმედის დღესთან“ საუბრისას. ეს ამონარიდი გადაცემიდან სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები