LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ხაჭაპურიძე: დასახელდა დიაგნოზები, რომელთაგან ორი დაავადება არის სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ხოლო რამდენიმე გადავადების საფუძველი

289
BeFunky-collage (3)

„ხომ იძახდნენ, რომ სააკაშვილს 2021 წელს აქვს კუჭის ოპერაცია გაკეთებული, კი არ შიმშილობდა იტყუებოდა სინამდვილეში. სად იყო თუნდაც კითხვაც დასმული ამ საკითხზე მოწინააღმდეგე მხრიდან, ხმაც კი ვერ ამოიღეს, პროპაგანდისტების მიერ შექმნილი მითი დღეს დაინგრა, თავიანთი ხელით დაანგრიეს“ – ამის შესახებ  განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთაა.

მისივე თქმით, ექსპერტის მიერ დასახელებული იქნა დიაგნოზები, რომელთა ნაწილიც გათავისუფლების, ხოლო ნაწილი  გადავადების საფუძველია.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი. დასახელებულ იქნა დიაგნოზები, რომელთაგან ორი დაავადება, რომელიც ჯამში ერთად იყრის თავს, არის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი. ხოლო რამდენიმე ჩამონათვალი დიაგნოზი არის 283 მუხლის გადავადების საფუძველი.

„ჩვენ მომზადებული მოვედით, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ხომ იძახდნენ, რომ სააკაშვილს 2021 წელს აქვს კუჭის ოპერაცია გაკეთებული, კი არ შიმშილობდა იტყუებოდა სინამდვილეში. სად იყო თუნდაც კითხვაც დასმული ამ საკითხზე მოწინააღმდეგე მხრიდან, ხმაც კი ვერ ამოიღეს, პროპაგანდისტების მიერ შექმნილი მითი დღეს დაინგრა, თავიანთი ხელით დაანგრიეს“, – განაცხადა  ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის შეფასებით,  მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის კითხვების 99% მოხსნა, რადგან ისინი მომზადებულები არ იყვნენ.

„არ შეძლება ადამიანი სასამართლო პროცესზე გამოუშვა ისე, რომ არ მოამზადო, როდესაც სამედიცინო სამართალს ეხება საქმე. აქ ხომ არ არის ხულიგნობა, ყაჩაღობა და ა.შ. იმდენად არაკვალიფიციური კითხვები ისმებოდა, რომ მოსამართლემ 99% მოხსნა მათ მიერ დასმული კითხვების. ამით ყველაფერია ნათქვამი. არცერთი ჩვენი კითხვა არ მოუხსნია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

დაავადებები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება, შიმშილობისგან არ არის გამოწვეული, ეს არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია – ამერიკელმა გასტროენტეროლოგი

ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: ამ დილით 73 კილო იყო

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვარს ჩაინიშნა

სტიაურტ ფინკელი: მედიკამენტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არ არის

პოპულალურები