LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი ინგა გრიგოლიას და დიანა ტრაპაიძეს მიმართავს: ,,არ გამწიროთ ძველი ძმობის ხათრით…”

363
shalvadianainga2012

,,როდესმე უნდა მოვყვე, როგორ ვშლით მე და დიანა ტრაპაიძე პარტიებს. საოცარი ისტორიაა და ერთხელაც მოვყვები” – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში და ამგავრად ეხმიანება პოლიტიკური პარტია ,,გირჩის” ზურა ჯაფარიძის მიერ დატოვების ფაქტს. ცნობილია, რომ ინგა სწორედ ამ პარტიის გულშემატკივარია და ეს ღიად არაერთხელ დაუფიქსირებია.

ინგა გრიგოლიას ამ პოსტს დიანა ტრაპაიძეც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ვისაც ის და ინგა აძლევენ ხმას, ყველა პარტია იშლება და ასე მოხდა 2016 წელსაც – “აწი, ვისი დაშლაც გვინდა, ის რომ მოვხაზოთ და არა ის, ვინც მოგვწონს?“, კითხულობს დიანა.

ინგას და დიანას ამ დიალოგს შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა:

“დიანა, ინგა, არ გამწიროთ ძველი ძმობის ხათრით”.

შალვას ამ კომენტარს ერთმა ფეისუქ-მომხმარებელმა უპასუხა და აღნიშნა, რომ შალვას ეს არ ემუქრება, რადგან ის პარტიები იშლებიან, ვისაც ინგა და დიანა აძლევენ საკუთარ ხმას.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები