“სახლში რაღაცა ფოტოს ვეძებდი და შემთხვევით ამ ფოტოს წავაწყდი. გადაღებულია 2004 წლის 24 დეკემბერს, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში. მე ლონდონიდან მოვფრინავდი და ბატონი შალვა ამერიკიდან,”- ამ წარწერით აქვეყნებს “ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია შალვა ნათელაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს.
როგორც მელია წერს, რომ შალვა ნათელაშვილს ფოტოს გადაღება თავად სთხოვა.
სოციალურ ქსელში ნიკა მელიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დროს მას ნიკა მელიას „ლეიბორისტულ პარტიაში“ მიყვანა სურდა, თუმცა არ გამოუვიდა.
“მახსოვს. ნიკა უწესიერსი და უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო თავიდანვე. ჩემთან მინდოდა მომეყვანა პარტიაში. ვეღარ მოვასწარი.. საქართველოს საქმე ვაკეთოთ ეგაა მთავარი და არა პარტიულობა”- დაწერა ნათელაშვილმა.