LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი: მითხარით, რა განსხვავებაა ქოცებსა და ნაცებს შორის – ორივეს ჩაგრეცხავთ ისტორია, თანაც სამუდამოდ

137
შალიკო

„ლეიბორისტების ლიდერი“ შალვა ნათელაშვილი  ყველას ურჩევს, ნახონ როგორ ილანძღებიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რომელიც არ მოეწონათ.

ნათელაშვილის თქმით, სწორედ ასეთი საქციელის გამო ჩარეცხაცს ნაცებს და ქოცებს ისტორია სამუდამოდ.

„მე ვთხოვ ყველას, შედით ჩემს გვერდზე და ნახეთ როგორ ილანძღებიან ნაცები, თუ ნაც–ტროლები პოსტზე, რომელიც არ მოეწონათ. ამის შემდეგ მითხარით, რა განსხვავებაა ქოცებსა და ნაცებს შორის, ქოც–ტროლებსა და ნაც–ტროლებს შორის.

სწორედ ამიტომ ორივეს ჩაგრეცხავთ ისტორია, თანაც სამუდამოდ.“. – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შალვა ნათელაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ სააკაშვილის სასამართლოზე გამოსვლამ დაარწმუნა, ამ ადამიანის უცვლელობაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები