LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: საქართველოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს და ყველას, ვინც ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვულოცავ მაცხოვრის შობას

79
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს.

„საქართველოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს და ყველას, ვინც ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვულოცავ მაცხოვრის შობას!

განსაკუთრებულად, მინდა, შობის დღესასწაული მივულოცო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.

ქრისტეს შობით გამოწვეული სიხარული სუფევდეს თქვენს გულებში და ოჯახებში! ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და სიკეთით სავსე ცხოვრებას გისურვებთ“, – აღნიშნულია მილოცვის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები